вторник, 2 декабря 2014 г.

.პროექტის სახელწოდება:“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეების გამოწვევის მიზნით დავსვამ კითხვას:
1) წარმოიდგინეთ რომ არ არსებობდეს სალაპარაკო ენა, როგორი იქნებოდა ადამიანების ურთიერთობა?
2) როგორ გესმით, როგორია  ენის როლი საზოგადოებაში?
3)თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ენა „ წახდეს“ ?
4)ყველაზე ხშირად რომელი ბარბარიზმები გესმით? რა რეაქცია გაქვთ,როდესაც თქვენთან მოსაუბრე ადამიანი საუბრისას იყენებს ბარბარზმებს,ჟარგონებს,დიალექტებს?...
ამის შემდეგ გავესაუბრები მათ  ამ თემებზე და  შევთავეზებ  პროექტზე მუშაობას,შევიმუშავებთ სამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ დავალებებს.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები  დარწმუნდებიან მშობლიური ენის დაცვის აუცილიბლობაში,შეეჩვევიან სწორ მეტყველებას,სხვებსაც მოუწოდებენ დაიცვან ენის სიწმინდე.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეს განუვითარდეს კვლევის, ძიების, მოპოვებული ინფორმაციის დახარისხების,მოწოდების,  საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბების უნარი; გამოუმუშავდეს სწორი მეტყველების კულტურა,პასუხისმგებლობის გრძნობა.
მონაწილეთა ასაკი:   10–11;  14–15....
ვადები/ხანძლივობა:  ორი  თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა ნაშრომები, კედლის გაზეთი, სლაიდები, ბუკლეტები, ალბომი
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნები, რვეულები, კალმები, მარკერები, ფორმატის ფურცლები.ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1)მოსწავლეებს დავყოფ 4  ჯგუფად.თითეულს მივცემ სხვადასხვა დავალებას.
I  ჯგუფი–ენის როლი საზოგადოებაში;
II ჯგუფი–დიალექტები; (პრობლემის სიმპტომები და გადაჭრის გზები).
III ჯგუფი–ბარბარიზმები (პრობლემის სიმპტომები და გადაჭრის გზები).
IV ჯგუფი–ნეოლოგიზმები  (მხოლოდ ის სიტყვები,რომლებიც ინგლისური ენიდან შემოდის საჭიროების გარეშე).
ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტიდან, ქართული ენის წიგნებიდან (შანიძე–კვაჭაძე, ბოლქვაძე, არაბული, ავალიანი....ტელევიზიიდან, გარშემო მყოფი ადამიანებიდან. ჩაატარონ გამოკითხვა და წარმოადგინონ დიაგრამა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით რომელ და რა რაოდენობით ხმარობენ ასეთ სიტყვებს თავიანთ ქალაქსა თუ სოფელში.
შეაჯერონ ერთმანეთთან მოძიებული მასალა და შეიმუშაონ გეგმა, რას მოიმოქმედებენ თვითონ არსებული პრობლემის გადასაჭრელად.
თავიანთი ნამუშევრები გადაიტანონ ფორმატის ფურცლებზე და გააკეთონ პროექტის პრეზენტაცია. მოამზადონ  ამ თემაზე კედლის გაზეთი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტის ხელმძღვანელი:  ია მიქიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: miqiashviliia@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: