თავისუფალი გაკვეთილების
ფარგლებში ჩატარებული პროექტი-,,ხალხში გაბნეული
მარგალიტები“
მიზანი:
მოსწავლეების მიერ ხალხური სიტყვიერების მოძიება და შენარჩუნება მომავალი თაობისთვის.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები შეეჩვევიან ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებას, დამუშავებას , ორგანიზებას, განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი.
აქტივობები:
} 1.პროექტის ზოგადი მიმოხილვა.მოსწავლეთა მიერ (1საათი)
} 2. მცირეკონტიგენტიან სკოლებთან თანამშრომლობის დაგეგმვა .(1საათი)
} 3. შეხვედრა სხვა სკოლის მოსწავლეებთან და პროექტის გაცნობა , მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენება. (3საათი)
} 4. ჯგუფების განაწილება და მათთვის სხვადასხვა დავალების მიცემა. (1საათი)
} 5. სახელმძთვანელოებიდან, კლასგარეშე ლიტერატურიდან , ინტერნეტიდან მასალის მოძიება და შეჯამება. (3საათი)
} 6. დისკუსია გამოკვეთილი პრობლემის შესახებ. (1 საათი)
} 7. ზეპირსიტყვიერება მხატრულ ლიტერატურაში. ( 4 საათი)
} 8.კედლის გაზეთის და ბუკლეტების შექმნა.( 2 საათი )
} 9. შესრულებული სამუშაოს შეჯამება. (1საათი )
} 10. პროექტის შეფასება (1საათი)
} 11. შესრულებული სამუშაოების საზოგადოებისთვის წარდგენა პრეზენტაციების და ბუკლეტების სახით.( 2 საათი )
რეფლექსია
თავისუფალი
გაკვეთილის ფარგლებში ჩატარებული პროექტის დახმარებით მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კვლევის,ინფორმაციის
შეგროვების და დახარისხების,თანამშრომლობის,შემოქმედებითობის უნარები.
თითოეული გაკვეთილი
წინასწარ იყო დაგეგმილი და აკრეფილი power point-ში,ისე,რომელშც
მოსწავლეთათვის საჭირო ინფორმაცია საინტერესოდ იყო მიწოდებული. სხვა,მცირეკონტიგენტიან
სკოლებში სტუმრობისას წარვადგენდით ჩვენ მიერ მოძიებულ ინფორმაციას,თავის მხრივ,იქაც
მოსწავლეები წარმოგვიდგენდნენ თავისას.
მოსწავლეებმა
მოამზადეს ბუკლეტები ,,ხალხში გაბნეული მარგალიტები“,რომელშიც წარმოდგენილი იყო რამდენიმე
ლექსი,ანდაზა,თქმულება,შელოცვა და ა.შ. გამოსცეს
ორი კედლის გაზეთი: ,,ხალხში გაბნეული მარგალიტები“
და ,,მარგალიტების ძიებაში“
სხვა სკოლის
მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვამ ამ პროექტში საინტერესოდ ჩაიარა.დასკვნით
ღონისძიებაზე თითოეული სკოლა ჩაერთო საკუთარი პროგრამით...
მოსწავლეები
სიხარულით ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში,რომელსაც
ესწრებოდნენ მასწავლებლები,მოსწავლეები,დირექცია და მოწვეული სტუმრები. მონაწილეობდა
ერთი სსიმ მოსწავლე.წარმოდგენილი იყო ლექსები,ანდაზები,სიმღერები,ყველა კუთხის ცეკვა.
ამ პროექტმა
კარგად ჩაიარა,დაიდო კარგი შედეგი და ვაპირებ,შემდეგშიც გავაგრძელო ასეთი ნაყოფიერი
მუშაობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий