საწრეო მუშაობის ამსახველი დოკუმენტური და ფოტო-მასალა

                                             I შეხვედრა   08.02.2018 წ.


თემა-      1.  საწრეო მუშაობის მიზნების,პროგრამისა და გრაფიკის გაცნობა; 
                2. ქართული მწიგნობრობის წარმოშობისა და განვითარების პრობლემები.



მიზანი:      *მოსწავლეები გაეცნობიან საწრეო მუშაობის მიზანს,პროგრამასა და                                           გრაფიკს,გამოთქვამენ საკუთარ აზრს და დააფიქსირებენ მოლოდინებს;
           .       *გაიგებენ რომელი საუკუნიდან იწყება ჩვენი დამწერლობის ისტორია;
                   * ნახავენ ფოტომასალას და შეადარებენ ერთმანეთს უძველეს წარწერებსა და                           წერილობით ძეგლებს;     
                   * გაეცნობიან დამწერლობის წარმოშობასთან დაკავშირებულ თეორიებს და                             შეაფასებენ მათ.გამოიტანენ დასკვნებს;
                   *შეადარებენ ერთმანეთს მრგვლოვან, ნუსხურ და მხედრული წარწერების                              ნიმუშებს და ანბანს;
                   * შეასრულებენ სახალისო დავალებას.
   
  მეთოდი:      მინი ლექცია,  წყვილებში მუშაობა,  კითხვა-პასუხი.
   

აქტივობები:      power point-ში ატვირთული მასალის მოკლე მიმოხილვა;ფოტოებზე                                 მოცემული უძველესი წარწერების ამოცნობა;ძველი ქართული დამწერლობის                       შედარება მხედრულ დამწერლობასთან.რამდენიმე წინადადების მხედრული                        ასოებით დაწერა.


რესურსები:   power point-ში მომზადებული პრეზენტაცია,პროექტორი,ძველი ქართული ანბანი (მრგვლოვანი და ნუსხური),ფურცლები;მარკერბი,თვითშეფასების სქემები.

  

                                       II  შეხვედრა -21.02 2018 წელი  

თემა - ქართული  ეროვნული  ენა, სალიტერატურო და სახელმწიფო  ენის  ნორმათა  დადგენის  წესები.

მიზანი-მოსწავლეებს ეცოდინებათ რა არის ეროვნული და სალიტერატურო ენა.სალიტერატურო ენის დადგენის პრინციპები და  პერიოდები,ქართველური ენები,დიალექტიზმები;ქართული ენის ადგილი მსოფლიო დამწერლობაში.

მეთოდი და აქტივობა- მინი-ლექცია,მასალის მოკლე მიმოხილვა power point-ში ატვირთული თვალსაჩინოებითურთ;სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულება

                                         
                         
                                                     III შეხვედრა- 7.03 2018 წ.

თემა-სამეტყველო აპარატის აგებულება და მოქმედება
მიზანი- მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან სასუნთქ  და საწარმოთქმო აპარატს;სამეტყველო სუნთქვას და მის რეგულირებას;შეასრულებენ სუნთქვის ვარჯიშებს.

მეთოდი და აქტივობა- მინი-ლექცია,მასალის მოკლე მიმოხილვა power point-ში ატვირთული თვალსაჩინოებითურთ;სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულება.



                                               IV შეხვედრა-21.03.2018 წ.

თემა-ზოგი კონკრეტული  საწარმოთქმო პრობლემის შესახებ 
მიზანი-მოსწავლეებს ეცოდინებათ ხმოვანთა მაგარი შემართვის საკითხები;
                ცხვირისმიერობის დაძლევის ამოცანა;
                ხმოვანთა თავმოყრის საწარმოთქმო დაძლევა;
                ვ და ლ ბგერების სწორად წარმოთქმის პრობლემა;
                თანხმოვანთა წარმოთქმასთან დაკავშირებული ზოგი საკითხი.

მეთოდი და აქტივობა- მინი-ლექცია,მასალის მოკლე მიმოხილვა power point-ში ატვირთული თვალსაჩინოებითურთ;სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულება.

   

                                                    V შეხვედრა-4.04.2018 წ.

  თემა-უცხო ენათა სპეციფიკური ბგერების ქართულად გადმოცემის საკითხი:
  მიზანი-მოსწავლეები სწორად წარმოთქვამენ უცხო ენიდან წარმოქმნილ სიტყვებს:
  რუსული -я  და   ю დიფთონგები;
  გერმანული  ei  დიფთონგი;
  la  და lu-ს შემცველი უცხო სიტყვები;
  ლათინურიდან მომდინარე qu კომპლექსი

მეთოდი და აქტივობა- მინი-ლექცია,მასალის მოკლე მიმოხილვა power point-ში ატვირთული თვალსაჩინოებითურთ;სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულება.
   

                                                  VI   შეხვედრა-18.04.2018 წ.

თემა-სახელების ფორმაწარმოებასთან დაკავშირებული ორთოგრაფიის საკითხები;მსაზღვრელ -საზღვრულის მართლწერა.

მიზანი-მოსწავლეები გაიხსენებენ და გაიღრმავებენ ცოდნას არსებითი სახელების ზოგად თავისებურებაზე;
თანდებულსა და თანდებულიანი ბრუნვის ფორმებზე;;
საკუთარ სახელთა ბრუნების თავისებურებაზე;
საკუთარ სახელთა ფუძის საკითხზე;გვარ-საკითხის ერთად გამოყენებაზე;
რიცხვით სახელთა მართლწერაზე;
ნაცვალსახელთა მართლწერის საკითხებზე;
სახელების ერთად ბრუნებაზე;მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმებაზე .

მეთოდი და  აქტივობა- მინი-ლექცია,მასალის მოკლე მიმოხილვა power point-ში ატვირთული თვალსაჩინოებითურთ;სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულება.



                                                 VII-შეხვედრა  3.04.2018 წ.

თემა-კომპოზიტების მართლწერის საკითხები;
          სიტყვის შემოკლება და აბრევიატურა;
მიზანი - მოსწავლეები გაიხსენებენ და გაიღრმავებენ ცოდნას ორთოგრაფიის საკითხებზე:
ფუძეგაორკეცებული სიტყვები;
ნაირფუძიანი კომპოზიტები(ერთცნებიანი და ორცნებიანი კომპოზიტები)
ტექსტთან დაკავშირებილი,წოდებათა და თანამდებობათა აღმნიშვნელი,დროის ერთეულთა აღმნიშვნელი,ზოგი სხვა ტექსტობრივი(კავშირ-ზმნიზედათა) შემოკლებები.
მეთოდი და  აქტივობა- მინი-ლექცია,მასალის მოკლე მიმოხილვა power point-ში ატვირთული თვალსაჩინოებითურთ;სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულება.

                                
                                     
                                        VIII შეხვედრა   17.05.2018 წ.

თემა-ზმნის ფორმაწარმოებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები;
         სიტყვათა ფუძეში ვ ბგერის  დაკარგვისა და გაჩენის ზოგი კანონზომიერება.
მიზანი-მოსწავლეები ღრმად ჩაწვდებიან შემდეგ წერებს:
  პირის ნიშანთა მართლწერა;
  ზმნისწინების მართლწერა;
  თემის ნიშნის გაჩენის ტენდენცია ზმნათა ერთ ჯგუფში;
  ფუძემონაცვლე ხმნათა თავისებურებანი;
  ორპირიანი გარდაუვალი ზმნების III სერიის  ფორმები;
  შუალობითი კონტაქტის ფორმათა მართლწერა;
  შედგენილი შემასმენლის ზოგი თავისებურება;
  რთულფუძიანი ზმნის მართლწერა.

 მეთოდი და  აქტივობა- მინი-ლექცია,მასალის მოკლე მიმოხილვა power point-ში ატვირთული თვალსაჩინოებითურთ;სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულება.




                                               IX შეხვედრა-  31.05.2018 წ.

თემა-ზმნიზედის მართლწერა

მიზანი-სწორად წერონ ზმინეზედები და მეტყველების დროს არ დაუშვან შეცდომები.გაითვალისწინონ რამდენიმე კერძო შემთხვევებიც.

მეთოდი და  აქტივობა- მინი-ლექცია,მასალის მოკლე მიმოხილვა power point-ში ატვირთული თვალსაჩინოებითურთ;სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულება





                                               X შეხვედრა - 6.06.2018 წ.


.თემა - საწრეო  მუშაობის  შეჯამება.
მიზანი - მოსწავლეები  შეაჯამებენ  სემესტრის  განმავლობაში  განხილულ  საკითხებს  და  შეხვედრებს.
მეთოდი - იდივიდუალური , კითხვა-პასუხი.
რესურსი - თაბახის  ფურცლები,საწერ-კალამი.

აქტივობები - 1.მოკლედ საუბრობენ  და   განიხილავენ  წრის  შეხვედრებს, გამოთქვამენ  საკუთარ  დამოკიდებულებას  წრის  მუშაობაზე, რა  მოლოდინები  ჰქონდათ  საწრეო  მუშაობის  დასაწყისში,გამართლდა  თუ  არა  ეს  მოლოდინები, რა  შთაბეჭდილებები  დაუტოვა  თითოეულ  მათგანს, რა  მოეწონათ  ყველაზე  მეტად  და  რას  შეცვლიდნენ   მომავლისთვის.
                        2.წერილობით  შეავსებენ  მასწავლებლის  მიერ  წინასწარ  შედგენილ  ანკეტას  წრის  მუშაობის  შესახებ, მსგავს  ანკეტურ  გამოკითხვაში  მშობლებიც  მიიღებენ  მონაწილეობას.

                         იხილეთ  გამოკითხვის  ანკეტის  ნიმუშები:
            
                                          
                                          მოსწავლის  ანკეტური  გამოკითხვა

  მოსწავლე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -    თარიღი - - - - - - - - - - - 

1.ქართული ენის  წრის  შექმნის  შესახებ  ინფორმაცია  მოგეწოდათ  დროულად? - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
2.წრის  სამოქმედო  პროგრამა  შედგენილი  იყო  თუ  არა  თქვენი  საჭიროებებიდან  გამომდინარე  და  მორგებული  იყო  თუ  არა  თქვენს  ინტერესებზე? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3.წრის  მეცადინეობაზე  განხილული  საკითხები  გეხმარებოდათ  თუ  არა  ცოდნის  გაღრმავებაში? - - - - - - - - - - - - - -  -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -  --
4.წრეზე  განხილული  აქტივობები  იყო  თუ  არა  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  თქვენთვის? - - - - -      - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - -  -- - - - - -- - -  - - - - - - - - -- - - -  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - 
5.იყო  თუ  არა  წრის  შეხვედრებზე  შექმნილი  კეთილგანწყობილი  გარემო? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -  - -- - - - - - - - - -- - - - -  -- - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - - -  - - - - - - - - - -- - - - - - - -                    


                                             მშობლის  ანკეტური  გამოკითხვა

მშობელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - -          მოსწავლე - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -    თარიღი - - - - - - - - - - - 

1.ქართულიენის  წრის  შექმნის  შესახებ  ინფორმაცია  მოგეწოდათ  დროულად? - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 
2.წრის  სამოქმედო  პროგრამა  მორგებული  იყო  თუ  არა  თქვენ  შვილის  ინტერესებზე? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3.წრის  მეცადინეობაზე  განხილული  საკითხები  ეხმარებოდათ  თუ  არა  თქვენს  შვილს  ცოდნის  გაღრმავებაში? - - - - - - - - - - - - - -  -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -  --
4.წრეზე  განხილული  აქტივობები  იყო  თუ  არა  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  მოსწავლისთვის? - - - - -      - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - -  -- - - - - -- - -  - - - - - - - - -- - - -  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - -- - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -
5.იყო  თუ  არა  წრის  შეხვედრებზე  შექმნილი  კეთილგანწყობილი  გარემო? - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - -  - -- - - - - - - - - -- - - - -  -- - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - -- - - - - - - - -  - - - - - - - - - -- - - - - - - -                    

                                           

                                               მუშაობის ამსახველი ფოტომასალა:
















 




                                                საწრეო მუშაობის  რეფლექსია
              
                 2017-2018 სასწავლო წლის II სემესტრში შეიქმნა ქართული ენის წრე სახელწოდებით ,,ვწეროთ  და  ვიმეტყველოთ  სწორად",მასში  გაერთიანებულია  VIII  კლასის  8  მოსწავლე. წრე  ტარდებოდა  ყოველი  მეორე  კვირის  ოთხშაბათს,მეშვიდე  გაკვეთილზე.სამუშაო  გეგმა  წინასწარ  იყო  გაწერილი,გათვალისწინებული  იყო  მოსწავლეთა  ინტერესები  და  შესაძლებლობები.
                წრის  მიზნებიდან   და  თემებიდან  გამომდინარე  მოსწავლეები  უკეთ  დაეუფლნენ  ქართული  ენის  გრამატიკას,მართლწერისა  და  მართლმეტყველების საკითხებს.ვიყენებდი  მინი-ლექციის,პრეზენტაციის, გონებრივი  იერიშის, დისკუსიის, ჯგუფური  მუშაობის მეთოდებს,ასევე  ყველა  თემის  განხილვისას  ელექტრონულ  რესურსს (power point ),სახალისო  დავალებებს,ტიპობრივ  ტექსტებს,პრაქტიკულ  სამუშაოებს,სქემატურ  ნახაზებს.
               მოსწავლეები  ყოველთვის  ხალისით  რჩებოდნენ  მეცადინეობებზე,მეტად  დააინტერესდათ  და  შეუყვარდათ  ეს  საგანი.გაიზარდა  მათი  ცოდნის  დონეც,ყველაფერი  ეს  დადებითად  აისახა  სწავლების  შედეგებზე.ამასთან  ერთად, მოსწავლეებს  გაუღვივდათ  თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის,სხვისი  აზრის  პატივისცემის,კვლევის,დისკუსიის,შემოქმედებითობის  უნარები. 
             საწრეო მუშაობის  ბოლოს  მოსწავლეებისა  და  მათი  მშობლების  მიერ  შეჯამდა  წრის  მუშაობა  როგორც  ზეპირად, ასევე  წერილობით, წინასწარ  შედგენილი  ანკეტური  გამოკითხვის  მიხედვით.მოსწავლეებმა  და  მათმა  მშობლებმა  შეაფასეს  გაწეული  მუშაობა  დადებითად  და  გამოთქვეს  სურვილი  წრის  მუშაობა  გაგრძელდეს  მომავალშიც.
              მომავალი  წლიდან  ვაპირებ  საწრეო  მუშაობა  ჩავატარო  კვირაში  ერთხელ  და  ჩავრთო  მეტი  მოსწავლე  სხვადასხვა  კლასიდან .

                                                 წრის  ხელმძღვანელი,ქართული  ენისა და  ლიტერატურის  მასწავლებელი:ია  მიქიაშვილი.

1 комментарий:

  1. საინტერესოა....მეც ვისურვებდი დასწრებას მომავალში....

    ОтветитьУдалить